კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან.
ეროვნული სასწავლო გეგმით მე-7 კლასის მათემატიკაში მოსწავლე ამოიცნობს გეომეტრიულ ფიგურებს, ადარებს მათ და ახდენს მათ კლასიფიკაციას.
სიბტყის ყველა იმ X წერთილთა სიმრავლეს, რომლებიც ამავე სიბტყის მოცემული 0 წერტილიდან დაცილებულია მოცემული r მანძილით, ეწოდება წრეწირი. 0 წერტილს ეწოდება ცენტრი. r რიცხვს კი_ წრეწირის რადიუსი.
სიბრტყის ყველა იმ წერტილთა სიმრავლეს, რომლებიდანაც ამ სიბტყის მოცემულ წერტილამდე მანძილი არ აღემატება დადებით r რიცხვს, ეწოდება წრე. კუთხეს, რომლის წვეროც წრეწირის ცენტრშია მოთავსებული, ამ წრეწირის ცენტრალური კუთხე ეწოდება.
წრეწირის ნაწილს, რომელიც მის ცენტრალურ კუთხეში მდებარეობს, ამ წრეწირის რკალი ჰქვია.
წრეწირის ცენტრალური კუთხის თანაკვეთას ამ წრეწირთან სექტორი ეწოდება.
მოსწავლე გადის შედეგზე, თუ :
აღწერს გეომეტრიულ ობიექტთა გრაფიკულ გამოსახულებეს. ასახელებს ფიგურებს მათი ნიშან_თვისებების მიხედვით.
გამოსახავს ბრტყელ ფიგურებს და ყოფითი დანიშნულების საგნებში ასახავს მისთვის ნაცნობ გეომეტრიულ ფიგურებს.